გაცნობებთ, რომ პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სააუდიტორიო მეცადინეობები 1 აპრილამდე გადაიდება.
16 მარტიდან, აკადემია აცხადებს მზაობას იმისათვის, რომ გადავიდეს სწავლების ნაწილობრივ ელექტორნულ რეჟიმზე.
ორი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ელექტრონული პორტალის საშუალებით, სტუდენტებს მაქსიმალურად ექნებათ წვდომა ყველა თეორიული კურსის სასწავლო მასალაზე .
პრაქტიკული სასწავლო საგნების სწავლება კი განახლდება სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყების შემდეგ.