დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და პოლონეთის სილეზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდერ სლადკოვსკიმ (Aleksander Sładkowski). ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, სასწავლებლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური სამუშაოების წარმართვის მიმართულებით, ასევე გააღრმავებენ და გააუმჯობესებენ ურთიერთობებს კვლევით და სამეცნიერო დარგებში.
მემორანდუმის ფარგლებში, ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება განახორციელონ გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, როგორც სასწავლო, ასევე პრაქტიკული სტაჟირების გავლის პერსპექტივით. მემორანდუმი ითვალისწინებს შესაბამისი აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას სხვადასხვა სპეციალიზაციის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
ასევე, ხელი მოეწერეა წინარე შრომით ხელშეკრულებას პროფესორ ალექსანდრე სლადკოვსკითან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
« უკან |