9 - 10 მარტს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორმა ალექსანდერ სლადკოვსკიმ (Aleksander Sładkowski) ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩაატარა ტრენინგები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის თემებზე:
1. „საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, აკრედიტაციის და განხორციელების თავისებურებანი ევროკავშირში (პოლონეთის უნივერსიტეტების გამოცდილების მაგალითზე)“;
2. სწავლება-სწავლის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები (პოლონეთის უნივერსიტეტების გამოცდილების მაგალითზე)
აღნიშნული ტრენინგი ტარდება ერაზმუს+ პროექტის Master in SMArt transport and LOGistics for cities / SMALOG (585832-EPP-1- 2017-1-IT-EPPKA2-CBHE-JP) ფარგლებში.
« უკან |