ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ერაზმუს+ პროექტის Master in SMArt transport and LOGistics for cities / SMALOG (585832-EPP-1- 2017-1-IT-EPPKA2-CBHE-JP) ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ალექსანდერ სლადკოვსკი (Aleksander Sładkowski). დღეს, 6 მარტს პროფესორი შეხვდა საზღვაო აკადემიის რექტორატის და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში. განხილული იქნა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობის, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულობის და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების საკითხები.პროფ ა. სლადკოვსკის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, დაგეგმილია ტრენინგები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის თემებზე:1. „საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, აკრედიტაციის და განხორციელების თავისებურებანი ევროკავშირში (პოლონეთის უნივერსიტეტების გამოცდილების მაგალითზე)“;2. სწავლება-სწავლის თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდოლოგიები (პოლონეთის უნივერსიტეტების გამოცდილების მაგალითზე)
« უკან |