info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

საზღვაო აკადემიაში პროფესიული პროგრამების მასწავლებლებისათვის დაიწყო მესამე მოდულის - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები განხორციელება.

25 თებერვალი 2020 წელი
სურათი
24  თებერვალს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პროფესიული პროგრამების მასწავლებლებისათვის დაიწყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პედაგოგიური კურსის მესამე მოდულის - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები განხორციელება.
 
მოდული 8 დღიანია და გაგრძელდება 25, 27, 28, 29 თებერვალს, 2, 4 და 5 მარტს.   
 
მონაწილეები გაეცნობიან  გრძელვადიანი და  მოკლევადიანი დაგეგმვის ტიპებს და მათ თავისებურებებს,  სასწავლო პროცესის დაგეგმვის უპირატესობებს, გაიაზრებენ საკუთარ როლს თითოეული მათგანის შექმნისა და საჭიროებისამებრ მოდიფიცირების საქმეში. ასევე  გაეცნობიან კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის ძირითად პრინციპებს, რათა შეძლონ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ პრინციპების გამოყენება.
 
მოდულს უძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი აზა ჯოჯუა.

« უკან