info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

7 თებერვალი 2020 წელი
სურათი
დღეს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის სანაოსნო სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და ბრიტანული სანაოსნო კოლეჯის, Portsmouth-ის პრორექტორმა ტომას ლოიდმა, დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
 
მემორანდუმის თანახმად, საზღვაო სასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებიც.
 
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო საზღვაო პროფესიული სასწავლებელი ცნობილია თავისი მაღალტექნოლოგიური გარემოთი და სწავლის მაღალი დონით.
 
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სანაოსნო სასწავლებელს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და კოლეჯის ხელმძღვანელობა 2020 წლის იანვარში, ლონდონში - განათლების მსოფლიო ფორუმზე შეთანხმდნენ.
 
Portsmouth კოლეჯთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში პროფესიული საზღვაო განათლების განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ფოთის პროფესიული საზღვაო სასწავლებელი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, ამ ეტაპზე კი საზღვაო აკადემია დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების შემუშავების პროცესშია, რაშიც ცნობილ ბრიტანულ სანაოსნო კოლეჯთან თანამშრომლობაც შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, „ინგლისური წიგნი საქართველოში“ დირექტორი მაია გურგენიძე და ამავე კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ გურგენიძე დაესწრნენ.

« უკან