info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

შპს გზა აცხადებს ვაკანსიას საინვენტარიზაციო ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე

24 იანვარი 2020 წელი
სურათი
შპს გზა აცხადებს ვაკანსიას საინვენტარიზაციო ჯგუფის თანამშრომლის  პოზიციაზე (4 - 5 ადგილი).

ვალდებულებები:

  • საწყობის მარაგების მოძრაობის კონტროლი;
  • სასაწყობო ნაშთების კონტროლი (ღწერები);
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროცესების გამარტივების სტრატეგიის შემუშავება;
  • რისკების დადგენა;
  • რეპორტინგი.

 მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება: ამ ეტაპზე არ მოეთხოვება

განათლება:  საწყის ეტაპზე შესაძლებელია სტუდენტთა დასაქმება ამოსაცდელი ვადით(სასურველია ეკონომიური ან იურიდიული განხრი).

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სხარტი აზროვნება, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.  

 ჩვენ გთავაზობთ:

  • გამოსაცდელი ვადით დასაქმებულთა ანაზღაურება 300 ლარი - Net.
  • დასაქმებული სტუდენტებისათვის სამუშაო გრაფიკის შედეგენის დროს გათვალისწინებული იქნება მათი სასწავლო გეგმა.
  • სამუშაო გრაფიკი: მონაცვლეობით, 10:00-19:00 პრეიოდით.
  • 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ორგანიზაციაში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე მაღალი ანაზღაურებით;
  • პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

    დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: gzabatumi@mail.ru ,  გთხოვთმიუთითოთ სასურველი თანამდებობა „საინვენტარიზაციო ჯგუფის თანამშრომელი

დაინტერესებულ პირთა შერჩევა იწარმოებს ტესტირებით და შემდგომი გასაუბრებით.  

  ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი:  2020 წლის 29 იანვარი 12 საათი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; აუდიტორია # 105

    გისურვებთ წარმატებას!

 


« უკან