2020 წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო საზღვაო უნივერსტეტების ასოციაციის რიგით 21-ე კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300 - ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.
აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15-17 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სამუშაო ვიზიტით IAMU-ს სამდივნოს წარმომადგენლები იუსუკი მორი, შიგემი მაცუზაკი და ბორის სვილიჩიკი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენლები IAMU-ს ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ, ასევე განიხილეს კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის მუშაობის დეტალები, კონფერენციის ბიუჯეტი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანია კონფერენციის ორგანიზებისთის.