info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

მემორანდუმის გაფორმება_ სასაზღვრო პოლიცია

26 დეკემბერი 2019 წელი
სურათი

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებმა უზრუნველყონ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სამუშაო და საკონსულტაციო შეხვედრების განხორციელება. ასევე, სტუდენტების ვიზიტების განხორციელება სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში. მნიშვნელოვანია, რომ სასაზღვრო პოლიცია ხელს შეუწყობს საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფებში პრაქტიკის, სტაჟირების პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.   

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციებისა ან სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სასაზღვრო პოლიციასა და საზღვაო აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მათი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

 


« უკან