info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

IMO Model course 3.17 Training

9 დეკემბერი 2019 წელი
სურათი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინგლისური ენის დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს “National training course on Maritime English for instructors” (IMO Model course 3.17) ტრეინინგი.

აღნიშნული ტრეინინგი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ტექნიკური დახმარების ფარგლებში განხორციელდა. 

ტრენინგს მაღალი შეფასება მისცეს IMO-ს ექსპერტებმა. განსაკუთრებით აღინიშნა ქართველი პედაგოგების კომპეტენციის მაღალი დონე. - „20 წელზე მეტია ჩართულები ვართ საზღვაო ინგლისურის სწავლებაში, თუმცა ჩვენ გვქონდა პირველი შემთხვევა, როცა ტრენინგის მონაწილეებისგან ჩვენც ვისწავლეთ რაღაც ახალი. აღფრთოვანებული ვართ, ქართველი ლექტორების მოტივაციით, კრეატიულობითა და კომპეტენტურობით“ - განაცხადა ექსპერტებმა, ტენდი და კეტრინ ტეილორებმა. 

მონაწილეებმაც დადებითად შეაფასეს ტრენინგი და აღნიშნეს, რომ შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორის, ნათია დოლიძის თქმით, ტრენინგი იყო რელევანტური და მიიღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია ლექციის მომზადების სხვადასხვა ტიპებსა და ფორმებზე. განსაკუთრებით ხაზგასმული იქნა ტრენინგში მონაწილეების ჩართულობის მაღალი ხარისხი და პრაქტიკული სამუშაოების სიმრავლე. ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ IMO Model course 3.17-ის განახლებული ვერსია ტრენინგის მონაწილეებისათვის ბევრად საინტერესო და ინფორმატიული იყო როგორც საზღვაო ინგლისურის სწავლების, ისე კურიკულიუმის მომზადების კუთხით.


« უკან