info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

შეხვედრა საკრუინგო კომპანიის წარმომადგენლებთან

27 ნოემბერი 2019 წელი
სურათი
▶ დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში რექტორი ირაკლი შარაბიძე ბათუმში არსებულ საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლობას შეხვდა. 
 
▶ შეხვედრის ძირითადი მიზანი საზღვაო აკადემიის სამომავლო პროექტებისა და სიახლეების, აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შედეგების გაცნობა, საზღვაო სფეროში არსებული გამოწვევების განხილვა და სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. 
 
▶ 2020 წლიდან იგეგმება  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის მშენებლობის დაწყება. ხელშეკრულებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს ხელი.
სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. 2021 წელს ქალაქში ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი ამოქმედდება.
 
▶ აგრეთვე საზღვაო აკადემიის ბაზაზე იგეგმება საწვრთნელი აუზის მშენებლობა, რომელიც სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. 
 
▶  რექტორმა ირაკლი შარაბიძემ დააანონსა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (IAMU 2020) კონფერენცია, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობასა და მასშტაბურობას მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში. 
 
▶ დღესვე, საზღვაო აკადემიის პარტნიორმა VTB ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორმა მამუკა ძნელაძემ პრეზენტაციის სახით წარუდგინა მეზღვაურებს  ბანკში არსებული ახალი სერვისები და შემოთავაზებები.   
 
▶ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს, რომ საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, დამსაქმებლებთან. 
 
▶ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატურად მიმდინარეობს და მომდევნო შეხვედრა 2020 წლის მარტში გაიმართება. 

« უკან