info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში

14 ნოემბერი 2019 წელი
სურათი
დღეს, 14 ნოემბერს, პროექტის „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“ ფარგლებში, გაიმართა პირველი დასუფთავების ღონისძიება ბათუმის ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლზე, სადაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ეკო კლუბის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
 
პროექტში, რომელიც ხორციელდება WISTA Georgia-ს მიერ EMBLAS Plus-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ჩართულია ასევე „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, „ბათუმის ბულვარი“, „ბათუმის საერთაშირისო საკონტეინერო ტერმინალი“ და მათ შორის „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაც“,
 
დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა შეაგროვეს სანაპიროზე არსებული ნარჩენები და ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი აპლიკაციის Marine Litter Watch-ის გამოყენებით მოახდინეს ნარჩენების აღრიცხვა.
 
აღნიშნული აპლიკაციის გამოყენებით, შედგება საქართველოს სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი ნარჩენების სტატისტიკა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყანას, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით პრევენციული ზომების შემუშავებაში.
▶ პროექტის ფარგლებში იგეგმება დასუფთავების ღონისძიებების ჩატარება ბათუმის მეორე ლოკაციაზე, ქობულეთში და ფოთში. ასევე, უნივერსიტეტებში, საშუალო სკოლებში და საზღვაო მიმართულების მქონე სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები მყარი საზღვაო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით./

 


« უკან