info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ჩინეთსა და იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

12 ნოემბერი 2019 წელი
სურათი

11 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო ყურშუბაძემ შანხაისა და ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში წარადგინეს.

ვიზიტის მიზანი:

  1. შანჰაის საზღვაო უნივერსიტეტის 110 წლის საიუბილეო ღონიზძიებებშიმონაწილეობა;
  2. საზღვაო უნივერსიტეტების რექტორების და კვლევის ინსტიტუტების დირექტორების შეხვედრა და საზღვაო განათლების გამოწვევებზე პრეზენტაციის წარდგენა (World Maritime Conference);
  3. სამუშაო შეხვედრების გამართვა მონაწილე საზღვაო უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროექტების, თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება;
  4. ტოკიოში IAMUC (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის ფორმატის კონფერერციაში) მონაწილეობა;
  5.  ტოკიოში IEB (საერთაშორისო აღმასრულებელი საბჭოში, რომლის წევრი გახლავთ აკადემიის რექტორი) მონაწილეობა, კერძოდ ტოკიოს კონვენციის შემუშავება, ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, საანგარიშო პროექტების შეფასება, ახალი წევრების განაცხადების განხილვა, ტოკიოს გადაწყვეტილების შემუშავება (Tokyo Statement);
  6. IAMU AGA 21 მზადების საკითხების განხილვა (წარდგენილი ნაშრომების ხარისხის შეფასების დეტალები);
  7. სამუშაო / გაცნობითი შეხვედრები პარტნიორ საზღვაო უნივერსიტეტებთან

 

შანჰაის საზღვაო უნივერსიტეტების 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონიზძიებებს ესწრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი საზღვაო უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების რექტორები, სხვადასხვა ქვეყნების საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, საზღვაო ინდუსტრიის, საკლასიფიკაციო საზოგადოებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კომიტეტების წარმომადგენლები და სხვა. საზეიმო ღონიზძიებების ფარგლებში, რომელიც აგრეთვე შეიცავდა კურტურულ, შემეცნებით და ტექნიკურ პროგრმას, გაიმართა საზღვაო უნივერსიტეტების პრეზიდენტების / რექტორების ფორუმი. განხილული იყო საზღვაო განათლების პერსპექტივები, გამოწვევები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, განათლების გლობალიზაცია და დიჯიტალიზაცია და მხოფლიოს საზღვაო უნივერსიტეტების თანამშრომლობის და ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების შესაძლელობები.

საზღვაო უნივერისტეტების პრეზიდენტების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, რომელმაც  საზღვაო აკადემიის მიღწევები, გეგმები და საზღვაო განათლების განვითარების შესაძლებლობები წარადგინა. პრეზიდენტების ფორუმზე აგრეთვე სიტყვით წარსდგნენ შანხაის, მასაჩუსეცის, კონსტანცას, ტაივანის, ბულგარეთის, კოპენჰაგენის, გდინის, სტამბულის ტექნიკური, ჰონკონგის, კალიფორნიის, ანტვერპენის, ლასვეგასის, ვისმარის, პლიმუტის აკადემიების და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორები და წამყვანი სპეციალისტები.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ტოკიოში  გაიმართა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტის რიგით მე-10 სესია, რომელზეც საზღვაო აკადემიამ განსახილველად წარადგინა IAMU AGA 21 სამუშაო გეგმა და მისია.

სესიაზე აგრეთვე განიხილებოდა IAMU-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ანგარიშები და დასაფინანსებელი პროექტების თემატიკა. აგრეთვე, ასოციაციის მიერ დაფინანსებული პროექტების ანგარიშები, საზღვაო ინივერსიტეტების ასოციაციის წევრების პოლიტიკა და თანამშრომლობის სტრატეგია, საზღვაო განათლების მხარდაჭერის ფარგლებში სამომავლო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები და IAMU -ს ფორმატის ცვლილებები.

სამუშაო შეხვედრაზე წარდგენილი იყო 2022 წელს მასპინძელი უნივერსიტეტის (ჩინეთის, იაპონიის, ეგვიპტეს, თურქეთის, ფინეთის და რუსეთის საზღვაო სასწავლებლები) კანდიდატების პრეზენტაციები.

სესიის ფარგლებში დამტკიცდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2020 წ ოქტომბრის IAMU AGA 21 ბიუჯეტი.

აკადემიის რექტორმა და ხარისხის სამსახურის უფროსმა წარმოადგინა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის მე-20 გენერალური ასამბლეაზე დამტკიცებული IAMU-ს და Nippon Foundation-ის მიერ დაფინანსებული პროექტი - GMP. პროექტი GMP ( Global Maritime Professionals) ასახავს საზღვაო განათლების მდგრადი განვითარების მიზნით კურიკულის შემუშავების სახელმძღვანელოს. ნაშრომი ასახავს წვრთნის შედეგებზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, კომპეტენციების ჩამონათვალს ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით სწრაფად ცვლად და საზღვაო დარგის განვითარების პირობებში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საზღვაო უნივერსიტეტების რექტორების და პრეზიდენტები ფორუმის ფარგლებში დამტკიცებული 12 პუნქტიანი IAMU AGA 20 Tokyo Statement “Charting course for the future of maritime universities:Environmental, Technological, Economical, Social, Policy Impact”.

 


« უკან