info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

24 და 25 ოქტომბერს ტრენინგი ჩატარდა PwC Georgia ოფისში

25 ოქტომბერი 2019 წელი
სურათი

დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეხმარება საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც ითვალისწინებს ასოცირებული ხარისხის პროგრამების დანერგვას საქართველოში.

პროექტის „ასოცირებული ხარისხის პროგრამები“ მიზანია საქართველოში საშუალო რგოლის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საგანმანათლებლო სისტემის შექმნა. პროექტი ეფუძნება 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებებს (საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ), რომლის ფარგლებში საქართველოს განათლების სისტემაში უნდა გაჩნდეს ასოცირებული ხარისხის პროგრამები. ეს პროგრამა მოკლე ვადაში (2 წლის განმავლობაში) მოამზადებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიციურ საშუალო რგოლის პროფესიონალს, დარგის შესაბამისი ტექნიკური პრაქტიკული უნარებით და ცოდნით. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები სწავლის გაგრძელების შემთხვევაში აღიარებადი იქნება საბაკალავრო პროგრამაზე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით პირველი საპილოტე მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და პილოტირება ოთხი მიმართულების ფარგლებში მოხდება, ეს მიმართულებებია ტურიზმი, ტრანსპორტი, ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

პროექტის საერთაშორისო ექსპერტები, ალექსანდერ სიბონი (დანია) და ჰერმან სონეფელდი (ჰოლანდია), ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუზიარეს გამოცდილება  ტრენინგის მონაწილეებს მოკლე ციკლის პროგრამების საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების პრინციპებსა და პროცედურებზე, ამ კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოს საგანმანთლებლო სისტემაზე მორგებულ რეკომენდაციებზე.

 


« უკან