info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე IAMU-ს ბორდის წევრად აირჩიეს

12 ოქტომბერი 2019 წელი
სურათი

საზღვაო აკადემიის რექტორი ბატონი ირაკლი შარაბიძე საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის -IAMU-ს ბორდის წევრად ოთხი წლის ვადით აირჩიეს, რაც გულისხმობს საზღვაო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა თუ სიახლეების განხორციელების პროცესში აქტიურ ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას.
IAMU 1997 წელს დაარსდა შვიდი უნივერსიტეტისგან, რომლებსაც საზღვაო განათლებისა და ტრენინგის(MET) მნიშვნელობის საერთო აღიარება აქვთ. მას შემდეგ, IAMU– მ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი წევრობა და დღეს უკვე მსოფლიოს საზღვაო განათლებისა და სასწავლო დაწესებულებების 65 უნივერსიტეტს აერთიანებს.

მნიშვნელონია, რომ ეს არა მხოლოდ საზღაო აკადემიის პრესტიჟი, არამედ მთელი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო ცენტრად წარმოჩენაა
.

გილოცავთ ყველას ვინც გვგულშემატკივრობს და იზიარებს ჩვენს წარმატებას!


« უკან