info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

27 სექტემბერი 2019 წელი
სურათი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი 2019/2020 სასწავლო წელი 27 სექტემბერს განახლდა.

პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ამავე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზაზა მახარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ და საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.

ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 3000 სტუდენტი სწავლობს. 2019/2020 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული 570 ვაკანტური ადგილიდან 570-ივე შეივსო. ტრადიციულად უკვე წელსაც საზღვაო აკადემიას არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა. საზღვაო აკადემია აბიტურიენტებისთვის კვლავ ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია. 

სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება მუსიკალურად საზღვაო აკადემიის ბენდმა გააფორმა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!


« უკან