info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაგისტრანტთა საყურადღებოდ!

30 აგვისტო 2019 წელი
სურათი

გაცნობებთ,  რომ   Erasmus+ პროგრამის Master in SMArt transport and LOGistics for cities / SMALOG პროექტის ფარგლებში ცხადდება  ღია კონკურსი მაგისტრატურის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

საზღვაო აკადემიის  8  სტუდენტს ეძლევა საშუალება ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ Wismar University (გერმანია)-ის, 

Silesian University of Technology (პოლონეთი)-ის, Sapienza University of Rome (იტალია)-ის ,University of Rome Tor Vergata  (იტალია) -ის

სამაგისტრო პროგრამებზე.

გაცნობებთ რომ კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  2. ავტობიოგრაფია (CV)
  3. უცხო ენების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  4. სარეკომენდაციო წერილი;
  5. სამოტივაციო წერილი;
  6. ბაკალავრის დიპლომი;
  7. შეფასების  ფურცელი
  8. დამატებითი საინფორმაციო ფურცელი ( მაგალითად: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირის შესახებ და სხვ.)

 

საერთაშორისო პასპორტი და ვიზა სტუდენტმა უნდა იყიდოს თავისი ხარჯით,  ხოლო სამგზავრო ბილეთი უნდა 
შეიძინოს ინდივიდუალურად (360  €  ფარგლებში) შემდგომ ანაზღაურების პირობით.

სტუდენტი ყოველთვიურად  (ყოველ 30 დღეში) მიიღებს სტიპენდიას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ქალბატონ თეონა ძნელაძეს ( 226 კაბინეტი).


« უკან