საზღვაო აკადემიაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლზეც იყო განხილული ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის“, რომელზეც მონაწილეობა მიიღო აკადემიის რექტორმა, რექტორის მოადგილეებმა, აკადემიის ხარისხის სამსახურის უფროსმა, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, საზღვაო-საინჟინრო და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანებმა და ხარისხის სამსახურების უფროსებმა, რექტორის აპარატის და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა, მეზღვაურთა სასწავლო ცენტრის და პროფესიული მომზადების ცენტრის პერსონალმა.
წარმოდგენილი იყო ბუქარესტის შეხვედრაზე შემოთავაზებული შვიდ ზოგად თემად დაჯგუფებული უმაღლესი განათლების პრიორიტეტები.
« უკან |