info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოკლევადიანი კურსების დანერგვა

6 აგვისტო 2019 წელი
სურათი

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ქ.თბილისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების დანერგვა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“ პროექტის დანერგვის მიზნით. პროექტი ხორციელდება PEM Consult-ის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული ცენტრის უფროსი გოჩა გოგიტიძე და ლოგისტიკის პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელი კარინა მელიქჯანიანი. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანური რესურსების განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში; მოამზადოს 4 პროფესიული დუალური საკვალიფიკაციო პროგრამა ზემოთაღნიშნულ სფეროში; მინიმუმ 5 მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამა; უზრუნველყოს მასწავლებლების/ ინსტრუქტორების ტრენინგი; განვითაროს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები დუალური პროფესიული განათლებისათვის.

 


« უკან