info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მობილობას

1 აგვისტო 2019 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • საზღვაო ნავიგაციის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი.
  • გემის მექანიკის  საგანმანათლებლო პროგრამა – 15  ადგილი.
  • გემის ელექტრომექანიკის  საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი.
  • ნავსადგურებისა და სატრანსპორტო ტერმინალების ექსპლუატაციის საგანმანათლებლო პროგრამა – 5  ადგილი.
  • ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამა –  5 ადგილი.
  • ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი.
  • ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა –  15 ადგილი.
  • საპორტო ოპერაციების მართვის საგანმანათლებლო პროგრამა – 4  ადგილი.
  • გემების ენერგეტიკული და ელექტრული სისტემები და დანადგარების საგანმანათლებლო პროგრამა – 3 ადგილი.
  • საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამა – 3  ადგილი. 

წინაპირობა: საზღვაო ნავიგაციის, გემის მექანიკისა და გემის ელექტრომექანიკის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელ სტუდენტებისათის ერთიან ეროვნულ გამოცდები-(უცხოურ ენაში) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა

სწავლის საფასური თითოეულ პროგრამაზე 2250 ლარია. 

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18 საათამდე.

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით გამოცხადების შემდგომ (შედეგები გამოქვეყნდება 26 აგვისტოს)   მოიპოვებს აკადემიაში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 27 აგვისტოდან   - 4  სექტემბრის ჩათვლით  და წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  • ატესტატის ქსეროასლი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ქსეროასლი  სათანადოდ დამოწმებული;
  • სტუდენტის წარმატების ბარათის ქსეროასლი, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (კრ/სთ) და მიღებული შეფასებები, დეკანის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;

გისურვებთ წარმატებებს!

 


« უკან