info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მრგვალი მაგიდა - ევროპული გამოცდილება და საქართველო

31 ივლისი 2019 წელი
სურათი
▶ 2019 წლის 31 ივლისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია თემაზე: „საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია - ევროპული გამოცდილება და საქართველო“
ღონისძიებას ესწრებოდნენ საზღვაო აკადემიის სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები, სახელმწიფო დაწესებულებების და ბიზნეს სექტორის ლოჯისტიკის სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
- საერთაშორისო პროექტის- Master in SMArt transport and LOGistics for cities / SMALOG -ის  ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებანი  და შესრულებული სამუშაოები. მომხსენებელი ბსსა-ს პროექტების მართვის და საგანმანათლებლო პროცესების ინტერნაციონალიზაციის მენეჯერი  თ. ძნელაძე
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების ანგარიში რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტში (იტალია) მობილობის შესახებ. მომხსენებლები ბსსა-ს ასოცორებული პროფესორი მ. ქავთარაძე, ასისტენტი მ. ბარამიძე
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების ანგარიში სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) მობილობის შესახებ. მომხსენებლები ბსსა-ს პროფესორი  რ. მამულაძე, ეკონომიკის აკადემიუტრი დოქტორი, ასისტენტი მ. გაბაიძე
 
▶შეხვედრის ფორმატში წარმოადგინილ იქნა Master in SMArt transport and LOGistics for cities / SMALOG პროექტის ფარგლებში შემუშავებული სალექციო კურსის „ლოჯისტიკის მენეჯმენტის“ პრეზენტაცია. 
შეხვედრაზე პროფესორმა რ. მამულაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „„ლოჯისტიკური მიდგომები მართვასა და ცხოვრების წესში, მსოფლიო მოწინავე გამოცდილება და საქართველო“
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. გადაწყდა, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება რეგულარულად.
ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა ერაზმუს +-ის პროექტის  „Master in SMArt transport and LOGistics for cities“ რეალიზაციის ფარგლებში.

 

  პროგრამა

« უკან