2019 წლის 20 ივნისს საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღია ლექცია, „ოპერაციული მენეჯმენტის საფუძლვების“ სასწავლო კურსის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ისაუბრა ამ სასწავლო კურსის ხელმძღვანელმა, აკადემიურმა დოქტორმა, გულადი თხილაიშვილმა.
მოწვეულ იყვნენ სამშენბელო-მრავალპროფილური ორგანიზაცია შპს „მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ნათია სირაბიძე და ამავე ორგანიზაციის მარკეტინგისა და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
თავისი არსით „ოპერაციული მენეჯმენტის საფუძლვები“ წარმოადგენს მენეჯმენტის სხვადასხვა დარგების უნივერსალურ ნაკრებს, სადაც სტუდენტები შეისწავლიან: მენეჯმენტს, მარკეტინგს, პროექტების შედგენას და მართავს, ფინანსურ აღრიცხვას, ოპერაციული დონის გადაწყვეტილებებს, ლოჯისტიკურ დაგეგმარებას, სტატისტიკურ ანალიზს და ა.შ.
შპს „მარდი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს აღნიშნული სალექციო კურსის სწავლების მნიშვნელობა და მათი გამოყენება რეალურ საქმიან (ბიზნეს) გარემოში. ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხდება გარკვეული პროექტის და ოპერაციების დაგეგმვა, პასუხისმგებლობების გადანაწილება, შესრულების სპეციფიკა და საბოლოოდ, პროექტის ფინანსური მოგება/ზარალი დადგენა.
შეხვედრის მეორე ნაწილი გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტების მაღალი დაინტერესების გამო გამოითქვა სურვილი სასწავლო პრაქტიკის გავლისა „მარდი ჰოლდინგის“ შესაბამის დეპარტამენტებში, რაც გათვალისწინებულ იქნება სამომავლო პრაქტიკის უზრუნველყოფისას, მათ შორის დასაქმების პერსპექტივით.
« უკან |