ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულება და აცნობიერებს თავის მნიშვნელობას საზღვაო სფეროს განვითარების საკითხში. წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შეაქვს თავისი წვლილი მეზღვაურთათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში, მათი წინსვლისა და პროფესიული განვითარების საკითხებში. მიუხედავად ამისა, საზღვაო აკადემია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ჩართულობა უფრო აქტიური უნდა გახდეს. საზღვაო აკადემიის სენატმა, რექტორის წარდგინების საფუძველზე მიიღო რამოდენიმე გადაწყვეტილება მეზღვაურებთან მიმართებაში, კერძოდ:
1. გამომდინარე იქედან რომ მეზღვაურთა საზღვაო 6 თვიანი პრაქტიკა არის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი და ეთმობა 30 კრედიტი, საზღვაო პრაქტიკისთვის კი აუცილებელია თეორიული ცოდნის გარდა კონკრეტული საწვრთნელი კურსების გავლა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკისთვის სავალდებულო ქვემოთ ჩამოთვლილი კურსები განახორციელოს უფასოდ:
ა) Personal Survival Techniques 1.19 / პირადი გადარჩენის მეთოდები;
ბ) Fire Prevention And Fire Fighting 1.20 / ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა;
გ) Elementary First Aid 1.13 / ელემენტარული პირველადი დახმარება;
დ) Personal Safety And Social Responsibilities 1.21 / პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა.
2. მეზღვაურთა დასაქმებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა. ენის ცოდნის გარეშე მეზრვაურების შანსი დასაქმდნენ წამყვან და პრესპექტიულ კომპანიებში არის ძალიან დაბალი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ ბაზაზე უფასოდ ჩაუტაროს ყველა მსურველ მეზღვაურს ორ თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. კურსებს გაუძღვებიან საზღვაო აკადემიის პროფესორები (აკადემიური პერსონალი) სრულიად უფასოდ, რისთვისაც მათ ასევე განსაკუთრებული მადლობა.
კურსების ორგანიზებულად წამართვის მიზნით გამოცხადდება რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში, მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N2), რის შემდეგაც შეიქმნება სპეციალური ჯგუფები (რაოდენობიდან გამომდინარე გრაფიკი) და დაიწყება მეცადინეობები.
3. ასევე შევდივართ იმ პირების მდგომარეობაში, ვინც დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, აიღო შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატი და ვერ მოახერხა დასაქმება. შესაბამისად, საზღვაო აკადემია საკუთარ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც უკვე ქონდათ მეზღვაურის სერტიფიკატები აღებული და ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დასაქმდნენ, შესაბამის პოზიციაზე საწვრთნელ კურსებს ჩაუტარებს უფასოდ. აქცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დასაქმების ბაზარზე მეზღვაურთა შანსების ასამაღლებლად. ასევე გამოვთქვავთ მზადყოფნას, მეზღვაურთა მოთხოვნის საფუძველზე შევქმნათ სპეციალური ჯგუფები მაპროფილებელ საგნებში, გასაუბრებისათვის მოსამზადებელი კურსები, მეზღვაურთა დაწინაურებისათვის შესაბამისი გადამზადების კურსები და აღნიშნული კურსებიც შევთავაზოთ უფასოდ, ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ზემოთაღნიშნული შეღავათები/აქციები არ არის ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.
« უკან |