დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სსიპ - სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საზღვაო ლექსიკონის შექმნას. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღემდე საქართველოს არ გააჩნდა საზღვაო ტერმინთა გამართული ლექსიკონი, რომლის შექმნაზე მუშაობის დაწყება უპირობოდ მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საზღვაო საგანმანათლებლო სფეროში.
მემორანდუმს ხელი ერთის მხრივ საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და მეორეს მხრივ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე ესწრებოდნენ.
« უკან |