info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფლენსბურგის უნივერსიტეტთან

25 ივნისი 2019 წელი
სურათი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ფლენსბურგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
მემორანდუმიმიზნად ისახავს „ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის („საზღვაო ნავიგაცია“, „გემის მექანიკა“) სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას ორმაგი დიპლომირებისთვის, რაც ასევე ითვალისწინებს საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებას, ტრენინგებს სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტებსა და ლექციებს სტუდენტთათვის.
 
მემორანდუმს ხელი ერთის მხრივ საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და მეორეს მხრივ ფლენსბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და ფლენსბურგის უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანრელმა სანდერ ლიმანტა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტს საზღვაო აკადემიისსთვის, ვინაიდან მოხდება თანმიმდებრული სამოქმედო სტრატეგიის შეჯერება.
 
 

« უკან