info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე ჯემალ ნაკაშიძე და ანა ოთიაშვილი I ადგილით და შესაბამისი სერთიფიკატით დაჯილდოვდნენ

18 ივნისი 2019 წელი
სურათი
საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის სპეციალობის „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია“ III კურსის სტუდენტი ჯემალ ნაკაშიძე და II კურსის სტუდენტი ანა ოთიაშვილი დარეგისტრირებული იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ა.წ. 3 ივნისს დაგეგმილ სტუდენტთა 87-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობაზე თემით: „პორტების ტვირთამწე მექანიზმების ელექტრომომარაგების ეფექტურობის ამაღლება ჰიბრიდული ენერგოსისტემების გამოყენებით“, ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მაია ტუღუში.
 
სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის პროფესორ გია არაბიძის წერილის თანახმად ჯ. ნაკაშიძე და ა. ოთიაშვილი მიწვეული იყვნენ კონფერენციაზე მოხსენების გასაკეთებლად სექციაში „ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები“ 2019 წლის 12 ივნისს 11 საათზე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოვლენილი იყო საუკეთესო მომხსენებლები და მათ შორის გამოვლენილი იყო სექციის „ელეტრომოხმარების ტექნოლოგიების“ გამარჯვებულები - I ადგილით და შესაბამისი სერთიფიკატით დაჯილდოვნენ ჯემალ ნაკაშიძე და ანა ოთიაშვილი.
 
ვულოცავთ სტუდენტებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

 


« უკან