დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მექანიკოსისა და ელექტრომექანიკოსის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებს გასაუბრება საკრუინგო კომპანია „Poseidon“-ის წარმომადგენელმა ანნა ზანანიანმა ჩაუტარა.
გასაუბრება წარმატებით გაიარა ექვსმა სტუდენტმა, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ აღნიშნული კომპანიის გემებზე დასაქმდებიან.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს გასაუბრების წარმატებით გავლას
« უკან |