2019 წლის 29 მაისს გამოცხადდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის (შემდეგში - აკადემია) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმებია:
ა) უმაღლესი განათლება - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) განათლების ხარისხის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) უცხო ენის - ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობა;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ა/წ 30 მაისიდან 07 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე 10:00 საათიდან 16 საათამდე, საქართველოს შრომის კოდექსით და აკადემიის შინაგანაწესით დადგენილი უქმე/დასვენების დღეების და ყოველდღიური შესვენების გარდა (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე), აკადემიის საარჩევო კომისის მიერ, შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, რუსთაველის გამზ. N53, ძირითადი კორუსი, მეორე სართული, N214 ოთახი.
რეგისტრაციისათვის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის (დიპლომი) ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია/CV;
ე) უმაღლეს სასწავლებელში განათლების ხარისხის განვითარების კონცეფცია;
ვ) 2 ც. ფერადი ფოტოსურათი, ზომით ¾ზე.
ზ) უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები ან/და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის მიერ უცხო ენის ფლობას მინიმუმ B2 დონეზე) ან გაიაროს გასაუბრება საზღვაო აკადემიის შესაბამის კომისიასთან.
არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 10 ივნისს, აკადემიის სენატის მიერ.
საკონტაქტო ინფორმაცია: e-mail: info@bsma.edu.ge
tel: +995 (422) 274850