info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები პროფესიულ პრაქტიკაზე

24 მაისი 2019 წელი
სურათი

აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული პრაქტიკის კურსი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

მიმდინარე წელს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკის კურსს როტაციის წესით სხვადასსხა დაწესებულებებში გადიან.კერძოდ:

საგნამანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება“, კონცენტრირებული კომპონენტებით „საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა“ და „ნასადგურის მენეჯმენტი“-ის სტუდენტების პრაქტიკის ობიექტებია:  

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო;
  • შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“;
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ. შემოსავლების სამსახური (საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“; საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“; საბაჟო გამშვები პუნქტი "ბათუმის აეროპორტი"; გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“).
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტუქტურის პოლიტიკის განყოფილება (შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“);
  • სს „საქართველოს რკინიგზის“ აჭარის რეგიონალური რკინიგზის სამსახური.

საგნამანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება“, კონცენტრირებული კომპონენტებით „საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი“ -ის სტუდენტების პრაქტიკის ობიექტებია:   

  • აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
  • აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო
  • ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;
  • აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
  • სასტუმრო "Best Western Premier".

 


« უკან