დღეს, 5 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს სამომავლოდ ქ.ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსებას.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის მიერ ფილიალის დაარსების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვას.
საზღვაო აკადემია ფოღის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული. ცენტრალურ პარკში მოეწყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საინფორმაციო სტენდიც. აკადემიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სასწავლებლის ისტორია და სასწავლო პროგრამა წარმოადგინა.
მსურველებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სანავიგაციო ხელსაწყოებს, საზღვაო აქსესუარებსა და ჰიდრო კოსტიუმებს.
გამოფენების პარალელურად მიმდინარეობდა კონცერტი ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდისა და ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.
140 წლის შემდეგ ფოთში საზღვაო სწავლება დაიწყება
« უკან |