საქართველო ძირძველი ტრადიციების მქონე საზღვაო ქვეყანაა. საზღვაო განათლებას საქართველოში საუკუნოვანი ისტორია გააჩნია და დღესდღეისობით, ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ითვლება, რაც ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთა, მოწვეულ პრაქტიკოს - სპეციალისტთა დამსახურებაა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საკმაოდ გაიზარდა ინტერესი საზღვაო სპეციალობების მიმართ და განსაკუთრებით მოიმატა საზღვაო განათლების მიღების მსურველთა ოდენობამ.
მკვეთრად მზარდი სტუდენტთა კონტიგენტი, განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო ინფრასტრუქტურა თავისთავად საჭიროებს უფრო მეტი ახალი, გამოცდილი მეზღვაურების ჩართვას სასწავლო პროცესში, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ საზღვაო აკადემიის სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საზღვაო განათლებას მიიღებენ.
მუშაობა მიმდინარეობს განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხითაც. სწორედ ამ მიზნით შედგა შეთანხმება პლიმუთისა (დიდი ბრიტანეთი) და ფლენსბურგის (გერმანია) უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომებს (საქართველო-დიდი ბრიტანეთი და საქართველო-გერმანია).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზღვაო აკადემია მოგიწოდებთ მოქმედ მართვის დონის მეზღვაურებს აქტიურად ჩაერთოთ ახალი თაობის აღზრდის საქმეში და გიწვევთ თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
მოქმედი მეზვაურებისთვის მოქმედებს განსხვავებული შრომის ანაზღაურების წესი, და მათი ანაზღაურება იქნება მაღალი.
სასწავლო/საწვრთნელ პროცესში ჩასართავად საჭირო ყველა წვრთნისა და გადამზადების კურსის ორგანიზებას/დაფინანსებას მოწვეული მეზღვაურებისათვის საქართველოში და საზღვარგარეთ უზრუნველყოს საზღვაო აკადემია.
მსურველებს გთხოვთ მიმართოთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, მიმდინარე წლის 1 ივლისამდე, რათა დაიგეგმოს 2019-2020 სასწავლო წელი.
საზღვაო სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი დაიგეგმება მოქმედ მეზღვაურებთან შეთანხმებით, რათა ხელი არ შეეშლოს მეზღვაურთა ძირითად საქმიანობას.
საკონტაქტო პირი: რუსუდან ყიფიანი