info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

საჯარო ლექცია თემაზე: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში - ლოჯისტიკის განვითარების ინდექსის მაგალითზე

19 აპრილი 2019 წელი
სურათი

2019 წლის 12 აპრილს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში ჩატრდა საჯარო ლექცია თემაზე:  „საქართველო მსოფლიო რეიტინგებში - ლოჯისტიკის განვითარების ინდექსის მაგალითზე“.

საჯარო ლექციას უძღვებოდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორი რომან მამულაძე.

ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ლექციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. გადაწყდა, რომ მსგავსი საჯარო ლექციები ჩატარდება რეგულარულად.

საჯარო ლექცია დაიგეგმა და ჩატარდა ერაზმუს +-ის პროექტის  „Master in SMArt transport and LOGistics for cities“ რეალიზაციისა და  ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

 


« უკან