info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

ნათია სონღულაშვილის საჯარო ლექცია

22 მარტი 2019 წელი
სურათი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია / Batumi State Maritime Academy-ის ორგანიზებით სტუდენტებისათვის, 21 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე - ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმები.
 
ლექციაზე განხილულმა თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებს შორის და ბევრ აქტუალურ კითხვას გაეცა პასუხი.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობას და საზოგადოების როლს ამ დანაშაულებების პრევენციის კუთხით.
 
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გეგმავს საჯარო ლექციების ციკლის გაგრძელებას სტუდენტების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით.
 
ნათია სონღულაშვილი 2002 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემასა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2018 წლის 23 თებერვლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებს.

 


« უკან