გაცნობებთ, რომ ააიპ-ის "საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის" წარმომადგენლობა მიმდინარე წლის 19 მარტს, დღის 12:00 საათზე, აკადემიის ბიბლიოთეკაში ჩაატარებს ღია ლექციას საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის.
აღნიშნული ლექციის ძირითადი თემა იქნება ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია/პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემას როგორიცაა საქართველოში არსებული მიწისქვეშა სასმელი წყლების ჩამოსხმის ინდუსტრიის შექმნა.
ამ კონცეფცია-პროგრამის ავტორები უშუალოდ შეხვდებიან სტუდენტებს და დეტალურად გააცნობენ პროექტის დეტალებს: რას მოუტანს იგი საქართველოს, რა დადებითი მხარე გააჩნია და რა კონტრიბუციას შეიტანს ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.