გაცნობებთ, რომ საზღვაო აკადემიის 2018-2019 სასწავლო წლის კალენდრის თანახმად სტუდენტთა კონფერენცია დაგეგმილია 24 მაისს, ხოლო ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 21 ივნისს
კონფერენციის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად იმუშავებს საორგანიზაციო კომიტეტი შემადგენლობით:
საკონფერენციო ნაშრომების რეცენზირებასა და შერჩევას განახორციელებს სარედაქციო კომიტეტი:
საჭიროების შემთხვევაში სარედაქციო კომიტეტს უფლება აქვს მოიწვიოს საზღვაო აკადემიის ნებისმიერი აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე საზღვაო აკადემიასთან არააფილირებული პროფესორი, ან გარე ექსპერტი.
ორივე კონფერენცია ღიაა, ანუ მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა უსდ-ების სტუდენტებს და საზღვაო აკადემიასთან არააფილირებულ მკვლევრებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ნაშრომები დადგენილ ვადებში მიაწოდოთ კონფერენციის სარედაქციო კომიტეტის საკონტაქტო პირს, მარიამ პაპუნაშვილს: m.papunashvili@bsma.edu.ge; mobile:577 272888.
ნაშრომის წარდგენის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში.
სტუდენტთა ნაშრომების მიღება დასრულდება 6 მაისს.
სამეცნიერო კონფერენციაზე ნაშრომების მიღება დასრულდება 25 მაისს.
ყველა ნაშრომის ვერბალური (მოხსენებით) წარდგენა კონფერენციაზე უნდა მოხდეს Power Point-ის (PPt) პრეზენტაციის სახით.
აკადემიის ადმინისტრაცია გეგმავს კონფერენციის მასალების (ნაშრომების) თავმოყრას და ელექტრონული ჟურნალის სახით ატვირთვას აკადემიის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.
ელექტრონულ ჟურნალში მოხვდება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებიც ვერბალურად იქნება წარმოდგენილი კონფერენციაზე.
ნაშრომის სრული მოცულობა (ტექსტი, ნახაზები, დიაგრამები, ილუსტრაციები და სხვა) არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10 გვერდს (სტუდენტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 8 გვერდს).
ორივე კონფერენციას მოემსახურება ერთიდაიგივე სარედაქციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ რექტორის მიერ დაინიშნა ბატონი ვაჟა ანანიძე.
საკონფერენციო ნაშრომის ფორმატი 2019
« უკან |