ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ა/წ 7 მარტს, დღის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, 108 აუდიტორიაში, ჩატარდება სისხლის უანგარო დონორის აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი!“
ყველა დონორს, დაბეჭდილი კონვერტებით გადაეცემა ჩატარებული გამოკვლევების შედეგები: სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰემეგლობინის შემცველობა, სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.
სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყოა! გულთან მიიტანეთ თქვენთვის სრულიად უცნობი ადამიანების განსაცდელი, უწილადე სისხლი! აჩუქეთ სიცოცხლე!
« უკან |