მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა
„მრგვალი მაგიდა - დისკუსია“ თემაზე -
„სამეცნიერო პროექტები, საგანმანათლებლო პროგრამები -
არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“
დისკუსიას ესწრებოდნენ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ასევე, საზღვაო აკადემიის პარტნიორი უნივერსიტეტის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ კოჩაძე.
დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხები:
-
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „სატრანსპორტო პროცესების ორგანიზაცია და მართვა“ მიმდინარეობის შესახებ;
-
ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „სატრანსპორტო პროცესების ორგანიზაცია და მართვა“ შემუშავებისა და აკრედიტაციისათვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები;
-
ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი და ლოჯისტიკის“ შემუშავებისა და აკრედიტაციისათვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები;
-
საზღვაო აკადემიისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობით სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების საკითხები.