დღეს, 26 თებერვალს, 10:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით გამართულ დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი ოფიციალურად გახსნეს.
,,დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი“ არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია უწევს ორგანიზებას.
ფორუმში ასამდე კერძო და საჯარო ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა.
გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ ბათუმის მერიასთან, აგრეთვე სამმაგი მემორანდუმი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და კომპანია IMG-ს შორის, ასევე დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზღვაო აკადემიასა და
გერმანული კომპანია "FLITMON"-ს შორის.
ფორუმის ძირითადი მიზანი იყო: კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელთა, დამსაქმებელთა და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოება,
ასევე მნიშვნელოვანია რომ დღესვე აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო აკადემიის პროფესორს, რექტორს (1996-2005 წლებში) ოთარ დიოგიძეს მიანიჭა ემერიტუსის წოდება საქართველოს საზღვაო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის.
ღონისძიება ორ ნაწილად გაიყო: პირველ ნაწილში ორგანიზაციები მათ შორის საზღვაო აკადემია წარმოადგენდა პრეზენტაციას უახლესი მიზნებისა და მიღწევების შესახებ. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია დამსაქმებლებთან შრომის ბაზრის გამოწვევებისა და მოთხოვნების შესახებ. აქვე, სხვადასხვა კომპანიის წარმოამდგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ B2B შეხვედრების.
მეორე ნაწილი კი დაეთმო გამოფენას, სადაც ორგანიზაციები პირისპირ შეხვდებიან სტუდენტებს და ადგილზე ჩაატარეს გასაუბრებები. საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მიეცათ საშუალება შეხვდროდნენ უშუალოდ დამსაქმებელს და მათთვის სასურველ პოზიციაზე გაეკეთებინათ განაცხადი.
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაცია კარგად აცნობიერებს, რომ საზღვაო სფეროში კვალიფიცირებული კადრების მომზადების საქმეში წარმატების მისაღწევად აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო სფეროში მოქმედ მარეგულირებლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან.
საზღვაო აკადემიის რექტორატი მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობისთვის.
« უკან |