დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო-ს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტების დირექტორი ნოდარ სურგულაძე, გენდერული და სოციალური საკითხების დირექტორი ქეთევან მამინაშვილი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენელი ჯონ გროში ეწვივნენ. ვიზიტის დროს სტუმრებმა დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროექტის ფარგლებში შესყიდული აღჭურვილობა და დანადგარები, დაესწრნენ წრთვნის პროცესს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციასთან, პროფესიული ცენტრის ხელმძღვანელობასთან, მოდულების განმახორციელებელ მასწავლებლებლებთან და პროფესიულ სტუდენტებთან. მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს და იმსჯელეს პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი დაბრკოლებების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. ასევე პროფესიულ განათლებაში არატრადიციულ პროფესიებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხებზე.
« უკან |