გამოცხადდა საზღვაო აკადემიის 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სტუდენტთა შიდა მობილობა.
-
რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა 2019 წლის 24 იანვრიდან 01 თებერვლის ჩათვლით.
-
შიდა მობილობის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველ სტუდენტებს.
-
საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტისათვის სტუდენტთა შიდა მობილობის ადგილების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
-
„საზღვაო ნავიგაციის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 25 ადგილი;
-
„გემის მექანიკის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე -25 ადგილი;
-
„გემის ელექტრომექანიკის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე- 25 ადგილი;
-
„ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაციის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე- 25 ადგილი.
-
„საპორტო ოპერაციების მართვა“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი;
-
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისათვის სტუდენტთა შიდა მობილობის ადგილების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
-
„ბიზნესის ადმინისტრირება“ კონცენტრირებული კომპონენტით „მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა“ – 280 ადგილი;
-
„ბიზნესის ადმინისტრირება“ კონცენტრირებული კომპონენტით „მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი“ – 100 ადგილი;
-
„ბიზნესის ადმინისტრირება“ კონცენტრირებული კომპონენტით „ტურიზმი - საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი“ – 100 ადგილი;
-
„ფინანსები - საფინანსო საქმე დ დაზღვევა ტრანსპორტზე“ – 10 ადგილი;
-
ეკონომიკა- ტრანსპორტის ეკონომიკა“ – 10 ადგილი.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს აკადემიის რექტორს 2019 წლის 24 იანვრიდან 01 თებერვლის 18 საათამდე.