info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

პროფესიული სტუდენტების პრაქტიკა/დასაქმება

21 იანვარი 2019 წელი
სურათი
19 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას პოლონეთის გემთმშენებელი ქარხნის დირექტორი, სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი, საქართველო-პოლონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორი ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "შედუღება-III-IV საფეხურის სტუდენტების ცოდნისა და გამოცდილების შეფასება გახლდათ.ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაისახა სამომავლო პერსპექტივები საზღვაო აკადემიასა და კომპანია IMGSM-ს შორის, რაც გულისხმობს უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და რაც მთავარია პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტების პრაქტიკასა და მათ სამომავლო დასაქმებას.
 
 

« უკან