მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკაში სასწავლო კურსის „პროექტების მენეჯმენტის“ ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ კომპანია „მარდი ჰოლდინგი“-ის მენეჯერები.
მეცადინეობის მიზანს წარმოადგენდა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ცალკეულ სასწავლო კურსებში სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება და სასწავლო პროცესში სწავლების ინოვაციური მეთოდების, მათ შორის ინტერაქტიური მეთოდის ეფექტური გამოყენება.
მეცადინეობის ფარგლებში მოწვეულმა პრაქტიკოსებმა (პროექტების მენეჯერმა, ფინანსური და მარკეტინგის მენეჯერებმა) სტუდენტებს დეტალურად გააცნეს პროექტებთან მუშაობის უმთავრესი პროცედურები და სასიცოცხლო ციკლები (ინიცირება, სამუშაო გუნდის ჩართულობა, ფინანსურ შედეგებზე დადებითი ბალანსით გასვლა და წარამტების მექანიზმები), ასევე სამოქმედო სტრატეგიები, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტის ეფექტურ მართვას.
პრაქტიკულმა მეცადინეობამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია და დაიგეგმა, რომ შემდგომში სტუდენტები მიწვეულნი იქნებიან აღნიშნულ კომპანიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის უმთავრეს ასპექტებსა და თავისებურებებს.
სტუდენტთა ნაწილმა სურვილი გამოთქვა აღნიშნულ კომპანიაში სტაჟირების გავლისა და შემდგომში საქმიანობის შესაძლო დაწყების თაობაზე, რაზეც კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მიღებული იქნა თანხმობა.
დაიგეგმა, რომ კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი შემდგომშიც ითანამშრომლებენ სასწავლო პროცესში მათი ჩართულობისა და ერთობლივი, მათ შორის კვლევითი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით.
« უკან |