info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

3 ოქტომბერი 2018 წელი
სურათი

დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყონ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ახალგაზრდებისათვის და სტუდენტებისათვის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საორსა” დაფუძნდა 2018 წელს. ორგანიზაციის დაფუძნების შესაძლებლობა მმართველი გუნდის მიერ მრავალწლიანი პროფესიული და კარიერული განვითარების გამოცდილებამ განაპირობა. “საორსა” საქმიანობის ფარგლებში პროფესიულ კონსულტაციას უწევს ზოგადსაგანამანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს და მათ შორის ქალებს, პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების მიმართულებით, დასაქმებისა და თვით-დასაქმებისათვის საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში.


« უკან