info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2018/2019 სასწავლო წელი დაიწყო!

1 ოქტომბერი 2018 წელი
სურათი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი 2018/2019 სასწავლო წელი დღეს დაიწყო. 
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.

ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2500 სტუდენტი სწავლობს.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით საზღვაო აკადემია ლიდერობს. გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე გაკეთებული განაცხადების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, საზღვაო აკადემია აბიტურიენტებისთვის ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია.

2018/2019 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული 500 ვაკანტური ადგილიდან 500-ივე შეივსო. წელს, საზღვაო აკადემიას არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა.
სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება საზღვაო აკადემიაში 10:30 წთ-ზე გაიმართა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის, საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს. ღონისძიებას საზღვაო აკადემიის ორკესტრი და ბენდი ამშვენებდა.
ამავე დღეს გაიხსნა:
1. ელექტრონული რუკებისა და გემის მართვის სასიმულაციო აუდიტორიები: ეს იქნება სტუდენტებისთვის განკუთვნილი აუდიტორია, რომელიც აღჭურვილია ელექტრონული რუკების, სატვირთო ოპერაციების, GMDSS (კომუნიკაციების) სრული მოწყობილობებით, რაც მისცემს მათ საშუალებას თეორიული სალექციო კურსი გაამყარონ პრაქტიკული გამოცდილებით. სასიმულაციო აუდიტორიაში მუშაობას ერთდროულად 24 სტუდენტი შეძლებს. 
2. სამანქანე განყოფილების სიმულაციური აუდიტორია - სტუდენტები სწავლების პროცესში შეძლებენ გემზე არსებულ სამანქანე მოწყობილობის, პრაქტიკულად ათვისებას. 
3. სატვირთო ოპერაციების სიმულატორი - ამ შემთხვევაში, მოქმედ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ სრულად გაიარონ ქიმმზიდი, გაზმზიდი და ნავთობმზიდი ტანკერების სატვირთო და საბალასტე ოპერაციების სრული კურსი, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.

 


« უკან