ა/წ 27-28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწრთვნელი და სერტიფიცირების ცენტრში ჩატარდა დინამიური პოზიციონირების კურსების აკრედიტაცია "Nautical Institute"-ის ექსპერტ-აუდიტორების მიერ (Peter Corbett- პიტერ კორბერტი - ტექნიკური აუდიტორი და Michael Ryden მიხაელ რაიდერი - ადმინისტრაციული აუდიტორი).
▶ წარიმართა ძირითადი და სიმულატორული კურსები, რომელიც ჩაატარა რუმინეთის საზღვაო კოლეჯის დინამიური პოზიციონირების ინსტრუქტორმა ლორენცო ბადეამ.
▶ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ადმინისტრაციული და ოპერაციული დოკუმენტაციის წარმოება და ტრეინინგის პროცესის მიმდინარეობა.
▶მათი დასკვის შედეგად "Nautical Institute"-ი უახლოეს მომავალში დართავს ნებას მეზღვაურთა სასწავლო, საწრთვნელი და სერტიფიცირების ცენტრს გააგრძელოს დინამიური პოზიციონირების კურსების ჩატარება მომდევნო 3 წლის ვადით.
« უკან |