info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

შანხაის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლობა.

14 სექტემბერი 2018 წელი
სურათი

12-14 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შანხაის საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით.
მემორანდუმის ფარგლებში დღეს, საზღვაო აკადემიას შანხაის საზღვაო აკადემიის წარმომადგენლობა ეწვია. 
სტუმრებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაეცნენ არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს და დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის მატერიალურ ტექნიკური ბაზა.


« უკან