info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრეზიდენტის სტიპენდიის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

4 სექტემბერი 2018 წელი
სურათი
ბათუმის სახელმწიფო აკადემიის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის გამოცხადდა კონკურსი პრეზიდენტის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
 
პრეზიდენტის სტიპენდიის მიღების შერჩევის კრიტერიუმეია:
მაღალი აკადემიური კოეფიციენტი _ სწავლის პერიოდში მიღებული აკადემიური მოსწრების შეფასებათა ჯამი (საშუალო არითმეტიკული); 

შემოქმედებითი აქტივობა _ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ისე რესპუბლიკურ და საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და შემოქმედებით პროექტებში; 
საუნივერსიტეტო, საქალაქო და საქართველოს შემოქმედებით კონკურსებში მონაწილეობა;
სხვადასხვა, საუნივერსიტეტო, საქალაქო, საქართველოს თუ საერთაშორისო კონკურსებში, კონფერენციებში თუ სიმპოზიუმებში, კვლევებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, მათ შორის ინტერნეტში განთავსება (აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამასთან კავშირში);
საზოგადოებრივი საქმიანობა და დამატებით პროგრამების ავტორობა ან/და მონაწილეობა;
არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბათუმის სახელმწიფო აკადემიის იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს პრეტენდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ფაკულტეტის დეკანატებს!

გისურვებთ წარმატებებს!

 
 

 


« უკან