ბოლო დროს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შედეგების თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ:
ფაკულტეტზე მოქმედი ხუთი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა;
- მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი;
- ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი;
- ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკა;
~ ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე
ისე როგორც, აკადემიაში მოქმედი სხვა საგანმანათლებლო პროგრამები, წარდგენილია საზღვაო აკადემიის ინსტიტუციური ავტორიზაციის თვითშეფასებაში. ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩანიშნულია 1 სექტემბერს. ექსპერტთა წინასწარი დასკვნა არის დადებითი. ველოდებით საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელსაც განვათავსებთ აკადემიის ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ აკრედიტაციას, გაცნობებთ:
ფაკულტეტზე მოქმედებს ორი აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამა:
- ეკონომიკა - ტრანსპორტის ეკონომიკა (აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება №63, 26.07.2016);
- ფინანსები - საფინანსო საქმე და დაზღვევა ტრანსპორტზე (აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება №64, 26.07.2016 ).
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს:
- მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა;
- მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი;
- ტურიზმი - საკრუიზო ტურიზმის მენეჯმენტი
რომლებსაც გაუვიდათ აკრედიტაციის ვადა, მათ ბაზაზე ფაკულტეტზე შემუშავებული და სააკრედიტაციოდ წარდგენილ იქნა ახალი ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა - „ბიზნესის ადმისტრირება“, კონცენტრირებული კომპონენტებით:
- მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა;
- მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი;
- ტურიზმი - საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი;
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი აკადემიაში შედგა მიმდინარე წლის 30-31ივლისს, წინასწარი ინფორმაციით დასკვნა დადებითია, ველოდებით აკრედიტაციის საბჭოს სხდომას და გადაწყვეტილებას. პროცესი დასრულდება სასწავლო წლის დაწყებამდე და შედეგიც დროულად იქნება მიწოდებული თითეულ სტუდენტამდე.
ნებიმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატს.
გისურვებთ წარმატებებს!
« უკან |