2018 წლის 31ივლის-2 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა „ერასმუს +“-ის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა უკრაინაში, ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ო.მ. ბეტეკოვის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში ლოჯისტიკის სამაგსტრო პროგრამასთან დაკავშირებით “Master in SMArt transport and LOGistics for cities”. პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 10 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: რომი (იტალია) 2 უნივერსიტეტი, ხარკოვი, ლვოვი, ჟიტომერი, კიევი და ოდესა (უკრაინა) 5 უნივერსიტეტი, ბათუმი, თბილისი (საქაერთველო) 2 უნივერსიტეტი და ვისმარი (გერმანია) 1 უნივერსიტეტი. 2018 წლის ოქტომბრისთვის დაიგეგმა პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებელთა გამგზავრება და ტრენინგები ევროპულ უნივერსიტეტებში აღნიშნული პროგრამის დეტალური გაცნობისთვის. ხოლო 2019 წლის დასაწყისიდან სტუდენტები ჩაერთვებიან გაცვლით პროგრამაში და მიიღებენ განთლებას “Master in SMArt transport and LOGistics for cities”. შემდეგი სამუშაო ჯგუფის შეკრება გაიმართება მიმდინარე წლის 11-14 სექტემბერს და გეგმიური შეხვედრას უმასპინძლებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
« უკან |