▶ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების მიერ შესყიდული იქნა სიმულაციური ტექნიკა. მათ შორის: ამწის ოპერირების III და IV საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის - ამწის ოპერირების სიმულატორი ARI Simulation - Crane Operation simulator. დღემდე ამწის ოპერატორის საგანმანათლებლო პროგრამის სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავდა მხოლოდ STS ტიპის საკონტეინერო ამწის სიმულაციას.
▶ საგრანტო პროექტის თანადაფინანსების ფარგლებში საზღვაო აკადემიის მიერ შეძენილი იქნა სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფა კოშკურა - Tower Crane და მობილური (უნივერსალური) Mobile Harbour Crane ტიპის ამწეებისათვის.
▶ პროგრამების ინსტალირება მწარმოებელი კომპანიის მიერ - ARI Simulation - Advanced Virtual Training Simulation Provider - განხორციელდა დისტანციურად. 30 ივლისს საზღვაო აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია კომპანიის წარმომადგენელი აშიშ კუმარ შარმა, რომელიც ატარებს ტრენინგს ამწის ოპერატორის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის.
▶ ტრენინგის დასრულების შედეგად ისინი მიიღებენ სერტიფიკატს, რაც მათ აძლევს უფლებას ჩაატარონ მეცადინეობები სიმულატორის გამოყენებით. ტრენინგს გადიან: მოქმედი მასწავლებლები: ა. ნაკაშიძე, გ.ბერიძე, ი. გოგიბერიძე; დარგის სპეციალისტები - ამწის ოპერატორები: გ.ფურცხვანიძე, ვ. ჟღენტი და IT სამსახურის წარმომადგენლები: დ.კიკვაძე , ი. გოცირიძე, რომლებმაც თავის მხრივ უნდა უზრუნველყონ სიმულატორის გამართული მუშაობა.
« უკან |